ბათუმის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის ქალაქში შესვლა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს, ქალაქიდან გასასვლელ გზის ნაწილზე კი გადაადგილება ეტაპობრივად დაიწყო.
ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
ძლიერი წვიმის შედეგად, დღეს მახინჯაურის მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც ბათუმის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად შეწყდა და მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ საცობში ყოფნა. ამ დროისთვის ბათუში აღარ წვიმს.