LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება

64

აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბათუმში, სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა.

 „სტადიონის პარალელურად, აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით” -განაცხადა ზურაბ ალავიძემ

ბათუმის შემოვლითი გზა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის მაისში უნდა დაწყებულიყო. გზის ეს მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

14 კილომეტრიან შემოვლითი გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები