სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.
„საპროცესო მოქმედებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა“ – 13 წლის შვილის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ მამას ბრალდება წარედგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვნის მამას 15-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავა.
გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობას ედავება.
ბრალდება 15-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.