ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიში 2016 წლის სექტემბერში (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით) მგზავრთა ნაკადი 52.5%-ით გაიზარდა.
როგორც “ფორტუნას” TAV Georgia-დან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51654 მგზავრს მოემსახურა.
არსებული მაჩვენებლით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის იმ აეროპორტებს შორის მოხვდა, რომელთა წლიური მგზავრთა ნაკადი 5 მილიონს არ აღემატება. ევროპის 234 აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის პროცენტული მონაცემები, ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ გამოაქვეყნა.