LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის რესპუბლიკური საავოდმყოფოს ექიმები კლინიკის გასხვისებას აპროტესტებენ

144
ექიმების პროტესტი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმმა კლინიკის ეზოში პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, საავადმყოფოს ახალ შენობაში გადასვლა მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ბენო ჭელიძის თქმით, სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ექიმი აქციებს აანონსებს და მოითხოვენ, რომ საავადმყოფო არ გასხვისდეს.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და ამ დროისათვის, საავადმყოფოს ადმინისტრაციაზე ახალი კორპუსის გადაბარების პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები