LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პორტთან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

34

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის პორტთან ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

მაშველები კი უკვე მე-4 დღეა გონიოში ზღვაში დაკარგულ ორ სამხედრო მოსამსახურეს ამ დრომდე ეძებენ.

სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები