LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებული 15 პირი გაათავისუფლეს

127
Untitled design

31 აგვისტოს, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 დაკავებულიდან, სასამართლომ 15 პირი გაათავისუფლა.

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაკავებულები დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა.

„მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში.. არანაირი მიზეზი არ მიმიცია, რომ დაკავების ორდერი გაეცათ“ – ბათუმში დაკავებული 3 მოქალაქის პროცესი გადაიდო

დაკავებულთან ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

როგორც ბრალდებულებმა განაცხადეს, აქციაზე დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

ბათუმში აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა.

ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში პირველად 27 ივლის შემოვიდა. აღნიშნული გემი მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით გააცილეს.

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“ 

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღოვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები