ბათუმის ნავსადგურის 10-მდე თანამშრომელი შიმშილობს. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
თანამშრომლები შიმშილობის მიზეზად დაწყებულ რეორგანიზაციას ასახელებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პროცესი რეალურად მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ნავსადგურის დირექტორისა და მოშიმშილეების გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ვითხოვთ დირექტორის უპირობოდ გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ, სანამ არ გადადგება. მიზეზი თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და გაუარესებული სამედიცინო დაზღვევამ,“ -ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, თენგიზ სურმანიძე.