BIAFF კინოფესტივალი ბათუმში უკვე წლებია, იმართება. წელს ის 17-24 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ 2017 წლის გამოშვებისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა. არჩეული შემდეგი პროექტები:
„მკვლელობები“ – პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები.
„ნინა“ – პროდიუსერი და რეჟისორი: კოტე თაყაიშვილი.
„ოთარის სიკვდილი“ – პროდიუსერი: ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ ბლიაძე.
„პანთეონი“ – პროდიუსერი: ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე.
„სამგლე“ – პროდიუსერი და რეჟისორი: ივა ფეზუაშვილი.
„უხერხემლო“ – პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე.
„ქორწილი ჩემს ქუჩაზე“ – პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია.
„წყნარი მთა“ – პროდიუსერი: გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე – [email protected].
ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.