LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

122

დღეიდან ბათუმში შესვლა და გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი – ესტაკადა ოფიციალურად გაიხსნა.

ესტაკადის პროექტის მთლიანი დასრულება სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა გადასასვლელი ხიდი ავტომანქანებისთვის ტურისტული სეზონისთვის გაიხსნა.

ესტაკადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.

„ამ ადგილზე მუდმივად იყო საცობი. ეს ესტაკადა იქნება უდიდესი შეღავათი პირველ რიგში ბათუმელებისთვის და ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა ამისა, ესტაკადა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთბრუნვის პროცესს ბათუმის პორტში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმის ესტაკადა 800 მეტრის სიგრძისა, 8 მეტრი სიმაღლის სახიდე გადასასვლელით და ოთხზონილიგზით.

ესტაკადა უშუალო სახიდე გადასასვლელთან ერთად მოიცავს პორტში ხუთი დამხმარე გზის მოწყობას, რომლის მშენებლობაც პარალელურად გაგრძელება და სექტემბერში დასრულდება. პროექტისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები