ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კიდევ ერთი სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, გასახდელი, განთავსდა ტივტივა ეტლები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბულვარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.
გარდა ახალი ლოკაციისა, ბულვარის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი რესტორან “ძველი გემის” გასწვრივ. უსაფრთხოების მიზნით პლაჟის მომხმარებლებს ვთხოვთ დაიცვან წესები, რომლებიც ასახულია იქვე განლაგებულ საინფორმაციო დაფებზე.