ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი “ქუჩის პიანინო” იწყება. ბულვარის მიმდებარედ დღეს 10 პიანინო დაიდგმება, რომელსაც მხატვრები მოხატავენ.
ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს, ექნებათ შესაძლებლობა დაუკრან პიანინოზე ან მოუსმინონ. ეს არის ”ჰით ბათუმი 2016“ შემადგენელი პროექტი, რომელიც „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.