26 მაისს, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიაPobeda Airlines-მა როსტოვი – ბათუმი – როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.
რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.
შეგახსენებთ, Pobeda Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. დღემდე ავიაკომპანია ფრენებს მხოლოდ თბილისიდან, როსტოვისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა.