მიმდინარე წლის 12 მაისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
-
დუბაი – ბათუმი – დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი – თბილისი -დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს.
ს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.