LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი – თბილისის მიმართულებით Skybus-მა პირველი ფრენა შეასრულა

41

ყაზახური ავიაკომპანია Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისებს ზაფხულის სეზონზე, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს. ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს  CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანია SkyBus ყოველდღიური ჩარტერული რეისების შესრულება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყაზახეთის რვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო.

ყაზახური SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები