LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის წევრია: ქალაქში კიდევ უფრო მეტი ეკოლოგიური პროექტი განხორციელდება

65
batumi-achara-batumi-adjara

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, EBRD-თან ერთად ბათუმში იგეგმება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა: სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ეკოლოგიური პროექტების სრულყოფა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება.

2018 წელს ბათუმი შეუერთდა EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. აჭარაში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. EBRD-ს ხელშეწყობით განხორციელდა ასევე ბათუმის ახალი ავტობუსების პროექტი და ქობულეთის წყლის პროექტი.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. 1992 წელს ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან ბანკმა 4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 266 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში განახორციელა, ამ ინვესტიციების 87% კი – კერძო სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები