LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ახალციხის გზის რეკონსტრუქცია მოხდება

162
1fddd729-540a-4711-8ea1-e4e13509939d-640

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია – პროექტზე ცნობილი კომპანია „სინოჰიდრო“ იმუშავებს

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია POWERCHINA/Sinohydro განახორციელებს.
გადაწყვეტილება საერთაშორისო ტენდერის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

 

Powerchina (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2009 წლიდან დღემდე, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოში, მათ შორის რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქობულეთის შემოვლითი გზა; თბილისი-რუსთავის მაგისტრალი და სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ახალი პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები