ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ. მონაკვეთზე, მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდს საყრდენი ბურჯი გაებზარა, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კორტოხზე და სოფელ ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.