ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის, ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.
[related_news id=”347900″ align=”left”]
ცნობისთვის, ქედაში მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა სრულიად პარალიზებული იყო, შესაბამისად მთლიანად ჩაკეტეს ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი.
მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.