LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმელი 25 წლის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა

173
1

ბათუმში მცხოვრები ორსული ქალი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 25 წლის ქალი 32 კვირის ორსული იყო.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს კოვიდ-19 20 ნოემბერს დაუდგინდა და თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა აცხადებს, პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს.

პაპავას თქმით, კლინიკაში შესვლის დროს პაციენტს სპაზმური ხველა, ტემპერატურა და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

კლინიკის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლში 15 პაციენტი მკურნალობს და არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები