ბატონი ჩხიკვაძე უმძიმეს მდგომარეობაშია, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესად ვარ მე აქ ვიდრე ჩხიკვაძე გარეთ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.
“განაჩენი სასიხარულო და აბსურდულია პირდაპირ მინდა გითხრათ და პრინციპში, არც იყო სხვა რამე მოსალოდნელი. ვერ დაასაბუთებ იმას, რისი დასაბუთებაც შეუძლებელია. ასე, რომ ბატონი ჩხიკვაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესად ვარ მე აქ ვიდრე ჩხიკვაძე გარეთ. არ ვუსურვებ მას აქ შემოსვლას თავისთავად ცხადია, თუმცა მდგომარეობა, რომელშიც თავი ჩაიგდო და ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, არის ძალიან მძიმე. კარგი ის არის, რომ ჩხიკვაძემ გააკეთა მთავარი, რასაც ყველა ამდენ ხანს ველოდებოდით. მან საძირკველი გამოაცალა კლანს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება და გვაჩვენა ყველა რომ ქართული ოცნება არის რეალურად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები”, – განაცხადა ნიკა გვარამია “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში.
რაც შეეხება აშშ-ს მხრიდან შესაძლო ერთგვარ სანქცია, რომლის მიხედვითაც ჩხიკვაძე ფლორიდაში ტრენინგზე ვეღარ მიდის, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სხვებიც იქნება:
“მე დარწმუნებული ვარ, ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას ბევრი სხვა რამ მოჰყვება ჯაჭვური რეაქციით, ასე რომ…”.