კექსი, ყვავილები, ბატკანი – პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა კომისიის წევრებს საჩუქრები მიუტანა.
დანო თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა. თურქოშვილი ამბობს, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.
უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო და საჩუქრის მიღებს არ ადასტურებს.
აღნიშნულ ოლქში საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.