LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში „თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება

46

Ardaidardo.Ge„თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფესტივალი“ 2 წლის წინ მომღერლის ინიციატივით დაარსდა. წელს ფესტივალი ბათუმში გაიმართება და მას სპეციალური სტუმრები დაესწრებიან, რომელთა ვინაობა სიურპრიზად რჩება, თუმცა, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. სიმფონიურ ორკესტრს ჯან ლუკა მარჩიანი უხელმძღვანელებს.

ფესტივალის ფარგლებში ერთი კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ფესტივალის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. დიდი ხანი არსებობდა მისი დაარსების იდეა, მაგრამ 2013 წლამდე ვერ მოხერხდა. აჭარის მთავრობამ მაშინაც დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და დაგვეხმარა. მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, წელს ის მაინც შედგა“ – განაცხადა თამარ გვერდწითელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები