ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“ წელს უკვე მესამედ ჩატარდა. შვიდი დღის განმავლობაში ფესტივალის შვიდი მონაწილე თითო ღამით მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ ჩაიკეტა, რათა შეექმნათ ფენტეზის, მისტიკისა და ჰორორის ჟანრის პროზაული ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში დაწერილი მოთხრობები წიგნის სახით გამოიცემა, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში თბილისსა და ბათუმში შედგება.