LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილმა მემფისი წააგო, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგი აჩვენა

21

ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიო რეიტინგის განახლებული შედეგები გამოქვეყნდა.

მემფისის ღია ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ დაწინაურდა. ახალი შედეგების მიხედვით ქართველი ჩოგბურთელი 14 პოზიციით წინ წაიწია და 20 თებერვლის მონაცემებით მსოფლიოს 53-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ მემფისში გამართულ ATP-ის ტურნირზე საქართველოს პირველი ჩოგანი ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ რაიან ჰარისონთან 6:1; 6:4 დამარცხდა. ფინალამდე კი ბასილაშვილმა 4 მეტოქეს სძლია, მათ შორის ტურნირზე პირველი განთესვის ივო კარლოვიჩს.

ფინალისტ ბასილაშვილს ტურნირის საპრიზო ფონდიდან 60 355 დოლარი გადაეცემა და ATP-ის რეიტინგში დამატებით 150 ქულა შეემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები