LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა: “საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა”

206
BeFunky-collage (4)

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, მან სასამართლოს მიერ შეფარდებული 100 000-ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა. ირმა ჭკადუა ამბობს, რომ გირაო რამდენიმე საათის წინ გადაიხადეს, თუმცა, საქმის შინაარსობრივ ნაწილზე ჯერჯერობით დაცვის მხარე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამასთან, ადვოკატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. როგორც ირმა ჭკადუა წერს, იმედი აქვს, რომ  მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

„მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე.

ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ – ადვოკატი ლომჯარიას პასუხობს

როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა.

“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არა ერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადობას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შიინარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები