LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილის ადვოკატი: ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის

300
ირმა ჭკადუა

„ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თავის დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დაწყებისას განაცხადა.

„ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“ – ნეკა დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აიძულა კარიერა მიეტოვებინა

ირმა ჭკადუას თქმით, დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც აქვს ყველა ის მტკიცებულება წარდგენილი, რომელიც  ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბრალდების მხარე ჰკითხავდა ქალბატონ ნეკა დოროყაშვილს. დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან. ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე შარშან აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ნელი დოროყაშვილი ცდილობს რეპუტაციულად გაანადგუროს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს.

მას ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილი და არცერთ შემთხვევაში არ ხდება არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არასდროს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არ უძალადია, რასაც მოწმობს შემდეგი გარემოება, რომ ქალბატონ ნეკას ამდენი წლის განმავლობაში ამის თაობაზე არასოდეს განუცხადებია და ამასთან, დოროყაშვილი განქორწინებაზე თანახმა არ იყო. თუკი ის ძალადობის მსხვერპლი იყო, განქორწინების ინიციატორი თავად უნდა ყოფილიყო. ბატონმა ნიკოლოზმა მიმართა სასამართლოს რომ განქორწინება მომხდარიყო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა გაასაჯაროვა, ადვოკატის თქმით, ეს იმას ამტკიცებს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბასილაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, „როცა ტელეფონი ხელში გიჭირავს და იღებ, ამას კი „მოძალადე“ ადამიანი უყურებს, მინიმუმ ის კამერის წინ არ იძალადებს.­“

„ამასთან, თუკი გავყვებით დოროყაშვილის ლოგიკას, ტელეფონი ხელიდან რომც გავარდნოდა, ხმები უნდა ისმოდეს აუცილებლად და ის არ გაითიშებოდა. ასევე იმ კადრებში ჩანს, რომ აღნიშნული ჩანთა დევს იქ, სადაც დევს. ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდა თუ არა ტრაექტორია ჩანთის იმდაგვარად მოქნევის, როგორც ამას დოროყაშვილი ამბობს. ამაზე უფრო ვრცლად დაკითხვის შემდგომ მოგახსენებთ.“ – განაცხადა ჭკადუამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები