LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილის ადვოკატი: „ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას იხდის“

167
ing (4)

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის სასამართლო საქმის შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ყოფილ ცოლზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გასული წლის 11 ივლისს სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს.

ადვოკატის თქმითვე, ბასილაშვილი შვილს ალიმენტს უხდის, თანხა კი ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალია:

„ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად იხდის ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას,  ამასთან, ნელი დოროყაშვილს გადაცემული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, ძვირად ღირებული კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, რომელიც იჯარითაა გაცემული და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დედისა და ბავშვის საჭიროებებს“, – ამბობს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

ინტერვიუს სრულად იხილავთ ამ ბმულზე:

ცნობისათვის, პოლიციამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2022 წლის 22 მაისს დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 2023 წლის 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ცნობილი ჩოგბურთელი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.

ამავე თემაზე:

„მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და მას შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი“ – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში.. მჯერა, რომ გამოსავალს ვიპოვი“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი