LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

20

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.

ბასილაშვილი მე-15 ნომრად განთესილ მარსელ ილჰანს შეხვდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი მოიგო, მეორეშიც ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა მაინც დათმო შეხვედრა.

საბოლოოდ, თურქმა ჩოგბურთელმა 4:6, 6:4, 7:6 (7:2) იმარჯვა და კვალიფიკაციის დასკვნით წრეში ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს გაეჯიბრება.

აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 4 457 065 ამერიკული დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 534 ქულა აქვს და 99-ე ადგილი უკავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები