LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილი ბრწყინვალე იყო – დელ პოტრო

118

ჩინეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, რომელიც ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ფინალისტებმა პირველი კომენტარები გააკეთეს.

ხუან მარტინ დელ პოტრომ ბასილაშვილს ღირსეული ჩემპიონი უწოდა.

„ბასილაშვილი ამ შეხვედრაში უბრალოდ ბრწყინვალე იყო“ – განაცხადა არგენტინელმა ჩოგბურთელმა.

თავისხმხრივ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დელ პოტროსადმი პატივისცემა გამოხატა, გარდა ამისა მან სპონსორებს მადლობა გადაუხადა

„დიდი პატივია მასთან კორტის გაზიარება, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“ – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. მისთვის ამ სეზონში ეს მეორე მოგებული ATP ტურნირია, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბასილაშვილი 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები