LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაია: მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში ეჭვი შეიტანოს

40
ანდრია ბასილაია

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო:

„ჩვენი უწყება ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია. ასევე, დასკვნის შინაარსს – არის თუ არა დასკვნა დადებითი. ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე. თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისი თქმით, როგორც მერია, ისე ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ერთნაირი წესით მოქმედებს.

„ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე მერიის სხვა ნებისმიერი საქალაქო სამსახური, ასევე, სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შევადგინეთ ტექნიკური დავალება რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ჩადებული იყო ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი და შემდგომ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს. ეს არის პირველი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, როგორც ექსპერტიზაზე, ასევე თვითონ პროექტზე თუ ტექნიკურ დავალებაში ჩადებულ მოთხოვნებზე, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, იმიტომ, რომ ეს მოხდა ჩვეულებრივად, ტენდერის გზით. შემდგომ, როცა ჩავიბარეთ დაექსპერტებული პროექტი, განხორციელდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა – მეორე ტენდერი უკვე უშუალოდ სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი – ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის სრულყოფილი პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ბასილაიას განმარტებით, შადრევნის რეაბილიტაციის საექსპერტო დასკვნა განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია:

„როდესაც დაიწყო პროექტის განხორციელება, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითისთვის, პირველი ეტაპი იყო სადემონტაჟო სამუშაოები. როდესაც დასრულდა დემონტაჟი, შესაბამისი მიღება-ჩაბარება, დაექსპერტებული, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი, ჩაბარდა დედაქალაქს. ჩაგვბარდა რამდენიმე ასეთი ეტაპი და ყველა ეტაპი არის დაექსპერტებული, მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, დევს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს:

„ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ გავარკვიოთ, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ამა თუ იმ მექანიზმმა, რომელიც ჩადებული იყო პროექტში. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ბასილაიამ.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე: ლაშა ფურცხვანიძე

უსუფაშვილი: არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია – სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს.. გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში“ – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები