LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასიანის საქმეზე ბრალდებულის მამიდა: თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, ძალიან შეუყვარდება

98

კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამიდა, თამარ ქვლივიძე სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას კორექტულობისკენ მოუწოდებს.

ბრალდებულის მამიდა წერს, რომ მათი ოჯახი პრივილეგიებით არ სარგებლობს.

თამარ ქვლივიძე დაჭრილ ზვიად მესხს გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამბობს, რომ თუ ოდესმე ის “თაზოს გაიცნობს, ძალიან შეუყვარდება”

“გადავიკითხე ნაჯა ორაშვილის ვოლზე, ყველა ის პოსტი, რომელიც 13 იანვარს, კლუბ ბასიანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და რომლის “მთავარი გმირი” ჩემი ძმიშვილი -თაზო ქვლივიძეა.

მე მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება… ის არც მკვლელია და არც მოძალადე!!!! ამდენი ცილისწამება და შეურაცყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია…. ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით რა მნიშვნელობა აქვს…. გთხოვთ იყავით კორეკტული და ნუ გადადიხართ ზღვარს… ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ…. სიკეთის მეტი არ გვიკეთებია…. ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული…. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება….”, – წერს თამარა ქვლივიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები