LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან კლუბები გაიხსნება

145
კლუბები

კლუბ „ბასიანის“  დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ  კლუბები 17 დეკემბრიდან გაიხსნება.

აღნიშნულის შესახებ ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“,- წერს ნაჯა ორაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები