ჟურნალმა „თბილისელებმა“ ცნობილ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ბლიცინტერვიუ გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ამონარიდს.
ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
რა ვიცი, ჩვეულებრივი. თუ კულტურული ტყუილია, კარგი დამოკიდებულება მაქვს (იცინის). მე თვითონ მარტივად ვერ ვხვდები, როცა მატყუებენ, ალბათ, იმიტომ რომ ადამიანების მჯერა. ჩემ მიერ ნათქვამი ტყუილი მხოლოდ ერთ საქმეს შეეხება და ამას ახლა ვერ ვიტყვი (იცინის). ზოგადად, არ ვიტყუები. აღარ ვიტყუები, იმიტომ რომ უკვე ყველამ გამომიჭირა ტყუილში (იცინის). ჩემი ტყუილები, ძირითადად, დაგვიანებებს შეეხებოდა. ახლა უკვე ყველამ იცის ჩემი მიზეზები და აღარ ვამბობ, რომ ლიფტში გავიჭედე ან რამე მსგავსი (იცინის).
როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
მუშაობის დროს, ხანდახან, ვარ ხოლმე დაუნდობელი და მერე ვნანობ. ეს, ძირითადად, ხმამაღალ ლაპარაკში გამოიხატება.
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
გამარჯვებად რაც მიმაჩნია, იმას არ ვიტყვი, იმიტომ რომ კულტურული ადამიანი ვარ და ჩემი აზრით, არ შეიძლება თქვა, რომ რაღაც გამარჯვება იყო. არც მარცხს გავიხსენებ, იმიტომ რომ საერთოდ, ასეთი რამეები უნდა გადაატარო. ყველას ცხოვრებაში არის მარცხიც და გამარჯვებაც. ვინაიდან სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ვერკვევი კიდეც მასში, ვიტყოდი, რომ ხან მარცხია, ხან გამარჯვება. ის მარცხიც ღირსეულად უნდა გამოიარო და შემდეგ დაივიწყო. მარცხის შემთხვევაში, აზარტი არის ის, რაც მეხმარება გზის გაგრძელებაში.
ინტერვიუ ვრცლად.