ბარსელონელი მტრედები ტურისტებს ერჩიან. როგორც ჩანს, ადგილობრივთა განწყობა ფრინველებმაც გაიზიარეს და ვიზიტორების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენენ.
ბარსელონაში ყოველწლიურად 200-მდე ინციდენტი მაინც ფიქსირდება და დაზარალებულებს ზოგჯერ სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ 4 მტრედი 61 წლის ქალბატონს დაესხა თავს და მან სერიოზული სტრესი განიცადა. როგორც კატალონიის დედაქალაქის ჯანდაცვაში აცხადებენ, მტრედთა თავდასხმა ძირითადად გამრავლების პერიოდში ხდება, როცა ფრინველები თავისი ნაშიერის დაცვას ცდილობენ.