LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ველოსიპედისტებს ტროტუარებზე სიარული აუკრძალეს

91

ბარსელონაში ველოსიპედისტებს ტროტუარებზე სიარული აუკრძალეს. ახალი კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა და მის დამრღვევებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

დღესდღეობით კატალონიის დედაქალაქში მოქმედებს წესი, რომელიც ველოსიპედების გადაადგილებას მხოლოდ რამდენიმე რაიონში ზღუდავს და აკრძალვა არ ეხება იმ ტროტუარებს, რომელთა სიგანეც 4,75 მეტრზე მეტია. ამასთან, ბარსელონაში უამრავი ველოტრასაცაა მოწყობილი და ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ველოსიპედისტებს გადასაადგილებლად ტროტუარები ნამდვილად არ ჭირდებათ. ტროტუარებზე სიარულით ისინი ფეხით მოსიარულეებს აწუხებენ და მომავალი წლიდან ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის დაიშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები