ცნობილ ქართულ სერიალში ბოლო დროს წინა პლანზე გამოყვანილი პერსონაჟი ელვირი სვინტრაძე და მისი ტროლების გუნდი, როგორც ჩანს, სინამდვილიდანაა აღებული, ოღონდ არა მარტო ქართული რეალობიდან.
ესპანელმა ჟრნალისტებმა გამოავლინეს, რომ „ბარსელონას“ I3 Ventures-თან კონტრაქტი ქონია.
SER Catalunya წერს, რომ I3 Ventures ფეისბუქსა და ტვიტერზე ათობით ექაუნთს მართავს. ძირითადი მიზანი – „ბარსას“ პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუს იმიჯის მხარდაჭერაა.
მეორე მიზანი – კლუბთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანის იმიჯის შელახვაა. მათ შორის ასახელებენ თვით ლეო მესის და ჟერარ პიკეს. სოცქსელებში ჩანაწერები ეხებოდა მესის კონტრაქტის გახანგრძლივებას და პიკეს განსაკუთრებულ ინტერესს დევისის თასის მიმართ.
გარდა ამისა, I3 Ventures აქვეყნებდა კრიტიკულ პოსტებს პეპ გვარდიოლაზე და პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატების, კერძოდ ჟოან ლაპორტის შესახებ.
I3 Ventures-მა „ბარსასგან“ 1 მლნ ევრო მიიღო.
პრეზიდენტობის აწ უკვე ექს კანდიდატი აგუსტი ბენედიტო აპირებს ბარტომეუს სასამართლოში უჩივლოს.
„ბარსამ“ განაცხადა, რომ არ იხდის სოცქსელებში ბარტომეუს მხარდასაჭერად და მესის კრიტიკისთვის. კლუბი უარყოფას მოითხოვს.