ბარსელონაში ულტრა-მემარჯვენე ანტი-ისლამისტებისა და მათი მოწინააღმდეგე დემონსტრაციის მონაწილეთა საპროტესტო გამოსვლები შეტაკებებში გადაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ევროპა ისლამიზაციის წინააღმდეგ, ამ სახელწოდებით ულტრა-მემარჯვენეებმა დღეს ბარსელონანაში ტერაქტის ეპიცენტრიდან 500 მეტრის დაშორებით, საპროტესტო აქცია გამართეს.
ანტიისლამური მარშის საპასუხოდ, მემარცხენე კატალონიურმა ორმა დაჯგუფებამ ამავე ქუჩაზე კონტრ-დემონსტრაცია მოაწყვეს, რაც აქციის მონაწილეთა დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველები აქციის დაშლას ცდილობენ.