LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას სანაპიროებზე მოწევა აიკრძალა

44
barcelona

ბარსელონას ხელისუფლებამ ქალაქის სანაპიროებზე მოწევა აკრძალა. აკრძალვა მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს და სეზონს მნიშვნელობა არ ექნება. კანონის დამრღვევებს ჯარიმის – 30 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AA.com ავრცელებს.

გასულ წელს მთავრობამ საპილოტე ტესტი ჩაატარა, რათა შეესწავლა თუ როგორ იმოქმედებდა აკრძალვა პრაქტიკაში. მოწევა ქალაქის 10 პლაჟიდან 4-ზე აკრძალეს. შედეგად მწეველთა რიცხვი და ქვიშაზე დატოვებული სიგარეტის ნარჩენების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ბარსელონას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქში სიკვდილიანობის 14% სწორედ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. გარდა ამისა, სიგარეტის ნამწვი ოკეანეშიც ძალიან ხშირად ხვდება და გარემოს ძალიან აბინძურებს. მძიმე მეტალები და ტოქსინები წყალში 10-12 წელი რჩება.

მოწევა ესპანეთის ასეულობით სანაპიროზე უკვე აკრძალულია. ამ საკითხში ბარსელონა ზედმეტად ლმობიერიც კია, რადგან სხვა ქალაქებში მიდგომა ბევრად უფრო მკაცრი აქვთ. მაგალითად, კუნძულ მალიორკაზე ჯარიმის ოდენობა 2 ათასი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები