LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონამ კონტრაქტი 102 წლის ქალთან გააფორმა (ვიდეო)

48

ეკვადორის „ბარსელონამ“ კონტრაქტი შეთავაზა… 102 წლის გულშემატკივარ ქალბატონს.

აი ასე აფასებს გუაიაკილის კლუბი ხანდაზმულ ქომაგებს.

102 წლის მარია გვადელუპა იქაურ „ბარსელონას“ უკვე 91 წელია გულშემატკივრობს, ანუ კლუბის დაფუძნების დღიდან – 1925 წლიდან.

ყველაზე ერთგული გულშემატკივრის საპატივსაცემოდ „ბარსელონამ“ კერძო ექსკურსია მოაწყო ბაზაზე, ასევე მიიწვია ვარჯიშში მონაწილეობის მისაღებად. მარიამ მოკლე პასებში ივარჯიშა ნახევარმცველ დამიან დიასთან.

ვარჯიშისა და ექსკურსიის შემდეგ მანდილოსანმა გუნდის მაისური და კონტრაქტის ბლანკი მიიღო.

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=2WuBtpKSYo8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები