ბარსელონა უახლოეს მომავალში მწვანე ქალაქად გადაიქცევა. კატალონიის დედაქალაქმა გადაწყვიტა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს 2012-2020 წლებში ეკოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესოს და ჰაერის დაბინძურების დონე შეამციროს. სწორედ ამიტომ, საავტომობილო მოძრაობა მაქსიმალურად შემცირდა, მოსახლეობას ველოსიპედებზე გადაჯდომის მეტი სტიმული მისცეს და ქალაქში ელექტრომობილების რაოდენობა კი გაიზარდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ბარსელონაში გამწვანების სამუშაოებიც დაიწყეს. ამ დროისთვის ქალაქის გარშემო 1,4 მილიონი მცენარე იზრდება და მათი რაოდენობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.
ახალი გეგმის მიხედვით, ასევე გადახარისხდება არსებული ხეებიც, დაიწყებენ მათ უკეთ მოვლას და დაზიანებულებს კი საერთოდ მოჭრიან.