”ბარსელონამ” ”ნაიკთან” სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა და წლიურად 155 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა ”რეალის” და ”ადიდასის” პასუხის ჯერია.
”ხელშეკრულებაში გაწერილი ციფრები ჩვენ სპორტულ ინდუსტრიაში სპონსორული შემოსავლების ლიდერებად გვაქცევს. ფიქსირებული თანხა 48%-ით გაიზრდება. 2018/19 წლების სეზონიდან საერთო ბრუნვა 155 მილიონ ევროს მიაღწევს”, – მოყავს Sky Sports-ს ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტის მანუელ აროიოს სიტყვები.
კატალონიელთა ახალი კონტრაქტი ”ნაიკთან” 2023 წლამდეა.
ამერიკული მწარმოებელი ”ბარსას” 1998 წლიდან აცმევს.
აქამდე რეკორდი ”მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნოდა, რომელმაც ”ადიდასთან” 835 მილიონი ევროს ღირებულების 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.