LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა მადრიდში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში (კარიკატურა)

169
download (3)

გასული შაბათ-კვირის მთავარი მოვლენა მადრიდში იყო. „რეალმა“ ზედიზედ მეორედ უმასპინძლა ელ კლასიკოს და ორივეჯერ წააგო „ბარსელონასთან“ (0:3 და 0:1), თანაც ისე, რომ თავად ერთიც ვერ გაიტანა.
შესაბამისი კარიკატურებიც მალევე წამოვიდა.

 

ბარსელონამ დაიპყრო სანტიაგო ბერნაბეუ
კატალონიელები გახდნენ პირველები ისტორიაში, რომლებმაც „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 72 საათში ორჯერ დაამარცხეს.
მოგეხსენებათ, ჩემპიონატის მატჩამდე, ოთხშაბათს თასის თამაში გაიმართა და „ბარსამ“ 3:0 მოიგო.

 

„ბარსელონა“ „ბერნაბეუზე“ თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში

 

მატჩში რაკიტიჩის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის გარდა, დასამახსოვრებელი იყო სერხიო რამოსისა და მესის კინკლაობა. „რეალის“ კაპიტანმა ჯერ ფეხი დაუდო არგენტინელს, მერე სახეში ხელი გაარტყა (შეიძლება განზრახაც), ხოლო მესი რამოსთან მიიჭრა და ფეხბურთელებმა ერთმანეთს შუბლი მიადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები