ბარსელონას დასავლეთით, სუბირატის მუნიციპალიტეტში, პოლიციამ მამაკაცს ესროლა, რომელსაც ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს. მათივე ცნობით, მამაკაცი გარდაცვლილია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იუნეს აბუიაყუბია.
თუმცა, გაზეთი La Vanguardia წერს, რომ პოლიციამ იუნეს აბუიაყუბი დააკავა.
იუნესი იმ ფურგონის მძღოლი იყო, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში ტერაქტი განხორციელდა. მას მთელ ევროპაში ეძებენ.
სამართალდამცველებმა აბუიაყუბის ლიკვიდაცია უარყვეს, თუმცა კატალონიის რეგიონალურმა პოლიციამ ტვიტერზე დაწერა, რომ ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში, რამბლეს მოედანზე ტერორისტული თავდასხმა 17 ოქტომბერს მოხდა და მას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 7 წლის ბავშვიც.