„ბარსელონას“ ფორმა მომდევნო სეზონში ჭადრაკის ფორმის იქნება, როგორც ხორვატიის ნაკრების.
Sport.es იუწყება, რომ მაისურის შეფერილობა ძველებური დარჩება, მაგრამ მოულოდნელი ელემენტი გამოჩნდება – „ბარსას“ ჯერსი ხორვატიის ნაკრების სათამაშო ფორმას მოგაგონებთ.
ნეტა ივან რაკიტიჩის ხელი ხომ არ ურევია.
ამ სეზონის „ბარსას“ ერთ-ერთი კომპლექტიც საკმაოდ ლამაზია – თითქოს თეთრი მაისურები რაღაც წითლით შეღებეს და ვარდისფერი შეფერილობა მიიღო.