კატალონიის ”ბარსელონას” მომავალი სეზონიდან ერნესტო ვალვერდე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცნობა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. 53 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობაზე ლუის ენრიკე შეცვლის,რომლემაც ”კამპ-ნოუ” საკუთარი სურვილით დატოვა.
ვალვერდე ბოლოს ბილბაოს ”ატლეტიკს” ხელმძღვანელობდა .მისი პრეზენტაცია 1 ივნისს არის დაგეგმილი.
ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ”ბარსას” პრეზიდენტმა – ხოსეპ მარია ბარტომეუმ.
”ვალვერდეს აქვს შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. იგი ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდობა და ”ბარსელონას” სტილსაც კარგად ერგება.” – განაცხადა ბარტომეუმ.