LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას ფრე და ანტირეკორდი

24

წუხელ ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ბილბაოს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ვინაიდან პირველი შეხვედრა ბასკებს გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული, ესპანეთის სუპერთასის მფლობელები სწორედ ისინი გახდნენ.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ”ბარსას” უპირატესობით დაიწყო, თუმცა კატალონიელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ”ბლაუგრანა” მაინც დაწინაურდა, სუარესის პასით მესიმ შეაგდო.

მეორე ტაიმის 56-ე წუთზე არბიტრმა ჟერარ პიკე მოედნიდან გააძევა.
პიკეს გარეშე კატალონიელებს თავის დაცვა ძალიან უჭირდათ. 74-ე წუთზე ადურისმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 34 წლის ფორვარდმა ორივე შეხვედრაში ერთად ”ბარსას” არც მეტი არც ნაკლები 4 გოლი გაუტანა.

რაც შეეხება ”ბარსელონას” ანტირეკორდს, პიკეს მოედნიდან გაძევება იყო ისტორიაში მე-7 წითელი ბარათი, რომელიც “ბარსას” ფეხბურთელებმა მიიღეს ტურნირზე მონაწილეობისას. ამდენი წითელი ბარათი ქვეყნის სუპერთასზე სხვა არც ერთი გუნდის წარმომადგენელს არ მიუღია.

7-დან 6 წითელი კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე, “კამპ ნოუზე” თამაშის დროს მიიღეს, 1 ბარათი კი – “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები