”ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ფეხბურთელებს საშობაო საჩუქრები გადასცა. ”ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა და თითოეული მათგანი IPhone 7s-ით დაასაჩუქრა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ბარტომეუმ ფეხბურთელები ძვირფასი ნივთებით გაანებივრა, რადგან IPhone 7s-ის ღირებულება ათას ევროს აღემატება, თუმცა ეს პირველი შემთხვევა, რასაკვირველია, არ არის. უფრო ადრე ფეხბურთელებმა და პერსონალმა საჩუქრად მიიღეს სტერეოსისტემები, პლანშეტები, კომპიუტერები და ”ჰარლი დევიდსონის” ტყავის ქურთუკები.