მომდევნო სეზონში „ბარსას“ მეოთხე ფორმაც ექნება. გუნდს უნდა, რომ ამით საგარეო კლასიკოში ითამაშოს.
ალბათ უკვე ნანახი გაქვთ ის ინფო, რომ „ბარსელონა“ ახალ სეზონში ხორვატიის ნაკრების მსგავს ჭადრაკის სტილის ფორმით ითამაშებს.
წესით ასეთი ინდა იყოს, თუმცა კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ახალი ინფორმაციით კი, „ბარსა“ პირველად გამოიყენებს 4 კომპლექტს. მეოთხე ფორმა განსაკუთრებული იქნება, რადგან მას კატალონიის დროშის ფერებში გააკეთებენ.
ესკიზი ქვემოთაა
კატალონიური Sport წერს, რომ „ბარსა“ ამ ფორმით მინიმუმ „რეალთან“ ითამაშებს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ – სიმბოლური გადაწყვეტილებაა.
ახალ ვარიანტში ოთხი ზოლი ბარსელონელ გრაფ ვიფრედ I-ის ლამაზი ლეგენდის სიმბოლოა.
ოთხი ზოლია „ბარსელონას“ ლოგოზეც.
ამასობაში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამაც ორიგინალური ექსპერიმენტი მოინდომა. „ბებერ ქალბატონს“ ასეთი ფორმით არასოდეს უთამაშია.
აი „იუვენტუსის“ 2019/20 წლების საშინაო ფორმა.