„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იმ ფეხბურთელებზე ჩამოყალიბდა, რომლებიც ნამდვილად დატოვებენ ზაფხულში გუნდს.
46 წლის სპეციალისტმა გარეთ ბეილს, დანი სებალიოსს და მარკოს ლორენტეს აცნობა, რომ ახალი სეზონიდან მადრიდულ გეგმებში არ შედიან.
„მანჩესტერის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა: „პირადად ჩემთვის საუკეთესო ჟორჟინიოა. აღფრთოვანებული ვარ როგორ აკონტროლებს თამაშს“.
დღეს ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი თამაშია, რომელშიც „ლივერპული“ „ბარსელონას“ ხვდება და ძალიან მცირე შანსი აქვს. პირველი მატჩი კატალონიელებმა 3:0 მოიგეს და პლუს ინგლისელებს ფირმინიო და სალაჰი არ ეყოლებათ.
ევროთასების მთელი ისტორიის შედეგებზე დაყრდნობით, „ბარსელონა“ 94%-იანი ალბათობით გავა მომდევნო ეტაპზე. შესაბამისად „ლივერპულის“ შანსი 6%-ია.
ავსტრალიაში „ტაიგერსისა“ და „ვუდენ ვესტონის“ მატჩში უცნაური ინციდენტი მოხდა. მოედანზე შევარდა ყოფილი მსაჯი რესტლინგის ნიღბით და არბიტრს წითელი ბარათი უჩვენა. პირის ამოცნობა თავად მოთამაშეებმა მოახერხეს, რომლებმაც ტიპს ნიღაბი ჩამოხსნეს.
უჩვეულო პერფომანსი ხუმარას 10-წლიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.
(მომენტი ვიდეოზე 3:28:15-დან)